ეს სიახლე ყველამ უნდა გადაწეროს, ძალიან ძალიან მაგარად კითხულობს ამ ლექსს მურმან ჯინორია, გადაწერეთ და დააკომენტარეთ
თუ მოგეწონებათ სხვებსაც დავდებ, ყველა ერთმანეთზე უკეტესია, ძალიან მაგრები :)
ჩქარი მატარებელი
ბოგირ-ბოგირ,
ბოგა-ბოგა,
ბოგა-ბოგა,
ბოგირ-ბოგირ,
გზები მიდის ოკრობოკრო,
გოგო მიდის, აგდი-გოგდი,
აბა, დელი, დელია,
გოგო მიდის ბოგაზე,
ჩემი საყვარელია,
ხალი თუ აქვს ლოყაზე.
ეზო-ეზო, კარიკარ,
ღობე-ღობე, სარი-სარ,
ეკონება
ბოლი ბოლს,
გეგონება:
თოვლი თოვს.
მისდევს ჭერმებს ტყემლები,
მისდევს ფერმებს ტყეები,
ისე მჭერმეტყველებით,
ისე ფერმეტყველებით,
რომ სარკმელში მოძვრება
მთელი ეს საოცრება,
ეს ხილული ოცნება,
ცის და მიწის მოსწრება :
გზები - ძოწეულები,
გზები - განა შუკები,
გზები, ბროწეულების
გზნებით განაშუქები,
სიმინდების ფოჩEბი,
ჭები,
ოწინარები,
მზეზე ძველი კოშკების
ბჭენი მოცინარენი ..
მიაქვს-მოაქვს წერილები,
სიხარულის ბარათები,
ბარათები შეპირების,
იმედების გამართლების.
ჭალა-ჭალა, შარა-შარა,
შარა-შარა, ჩალა-ცალა,
ჩქარა-ჩქარა, ჩქარა-ჩქარა,
ჩქარა-ჩქარა,ჩქარა-ჩქარა,
გრაგანებენ ვაგონები,
გრაგანებენ გაკვირვებით -
სად გარბიან ჩაკონებით
ბოგირები,
ბაგირები ?
შემოსილა
ხე ჭრელჭრულით,
შემოსულა
ხეჭეჭური!
ეზო-ეზო ურმებია
და ჭურები მეჭეჭური.
და მისდევენ ზვრები ზვრებს,
შუკა - შუკას,
გზები - გზებს,
კიდეები,
კორდები,
ხიდები და
ბონდები, -
ბევრჯერ გამახსენდებით,
ბევრჯერ მომაგონდებით!
მიქრის მატარებელი
ჩქარი მატარებელი
ჩქარი მატარებელი
ჩქარი მატარებელი ...